Wednesday, July 16, 2014

დღე მეცხრე

რეფლექსია

         ტრენინგის   ყველა   მონაწილემ   წარვადგინეთ საკუთარ  ბლოგში განთავსებული მასალები. შევაფასეთ  ერთმანეთის  ნაშრომები,  მივეცით  რჩევები,  ვიყავით  შავი  და თეთრი  ოპონენტები.
          შესვენების  შემდეგ განვიხილეთ ტრენინგის სამი ძლიერი  და  ორი   სუსტი  მხარე.
           ჩემთვის საინტერესო იყო  პროექტის დაგეგმვის  დეტალურად   შესწავლა, რესურსების  მოძიების გზები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გაცნობა.
           ჩემს  სუსტ მხარედ თვით  ტექნოლოგიებთან  ურთიერთობას მივიჩნევ, რადგან ახალი ფუნქციების გათავისებისთვის  მეტი  დრო მჭირდება.
           ტრენინგმა  თანამშრომლობით, უშუალო,  საინტერესო   გარემოში  ჩაიარა.

Sunday, July 13, 2014

დღე მერვე

რეფლექსია

      დავალების  განხილვის  შემდეგ გადავედით ახალ მოდულზე: ფასილიტაცია   ტექნოლოგიებით.
      ვისწავლეთ, როგორ  გავუწიო  ფასილიტაცია  მოსწავლეებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისას.
      ვისწავლეთ  ასევე   ბლოგზე ჩანართების  გაკეთება, საქაღალდეს პორტფოლიოს შექმნა, პორტფოლიოს საქაღალდეების შევსება, მოგვეცა წასაკითხად  მასალები დამატებითი რესურსებიდან.
     მოგვეცა დავალება, რომლის  შესასრულებლად  გადავინაწილეთ თეთრი და შავი ოპონენტების როლები კოლეგების ნაშრომების შესაფასებლად.
     ყოველი დღე უფრო და უფრო რთულდება, მაგრამ გვანცას  პროფესიონალიზმი  და  კომუნიკაციის ნიჭი გვაძლებინებს.

Thursday, July 10, 2014

დღე მეშვიდე

რეფლექსია

        მიმოვიხილეთ საშინაო დავალებები, შევაფასეთ სხვადასხვა პედაგოგების სავარაუდო ნაშრომების პრეზენტაციები.
        შესვენების შემდეგ დავიწყეთ მუშაობა მეექვსე მოდულზე - დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.მოვძებნეთ გარდნერისა და ბლუმის მატრიცა, გავეცანით ამ მატრიცას და მივიღეთ  შესაბამისი   დავალება: გავაკეთოთ მსგავსი დავალება  საკუთარ საპრეზენტაციო მასალაზე დაყრდნობით.
        შემდეგ  დავამუშავეთ  გეგმის  შაბლონი ბოლომდე  და  მივიღეთ საშინაო დავალება: დავასრულოთ  გეგმის  შაბლონის  შევსება.
        დღეს  ვისწავლეთ  იუტუბიდან  ვიდეოს  ჩაშენება  ბლოგზე  და  ფონების შეცვლა.
დავალებად მოგვეცა ასევე შეფასების რუბრიკების მომზადება  და  საბოლოო პროდუქტის - ახალი ბუკლეტის შექმნა.
         დღეს საკმაოდ დატვირთული  დღე იყო, თუმცა საინტერესო.

Wednesday, July 9, 2014

დღე მეექვსე

რეფლექსია 

        დავიწყეთ მუშაობა viewer-ში. განვიხილეთ მოდული 4- სასწავლო პროექტების შექმნა, კერძოდ პირველი ფაილი:დაწყვილდი და გაუზიარე: პროექტებში ინტერნეტის გამოყენება. ვისაუბრეთ იმ კითხვების გარშემო, რომელიც შეიძლება გაჩნდეს მეწყვილეებს შორის პროექტის მსვლელობის ფარგლებში.
         ამის შემდეგ განვიხილეთ აქტივობა: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა, თანმიმდევრობით ვისაუბრეთ ოთხივე ნაბიჯის შესახებ. ტრენერმა გვანცა სალიამ მოგვაწოდა საინტერესო ვებ-გვერდის მისამართი:wiki.iteach.ge, სადაც შეიძლება საინტერესო მასალების მოძიება.
         ვისწავლეთ ასევე ფოტოების, მუსიკის, ანიმაციის გადმოტანა სლაიდზე. განვიხილეთ ასევე მე-5 მოდული:მოსწავლეთა პროექტების შეფასება. მოგვეცა საშინაო დავალება: მოვამზადოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი PPT-ში,ჩვენს მიერ არჩეული პროექტის მიხედვით.ასევე გავაკეთოთ უკუკავშირი 2 კოლეგის ნაშრომზე.           
        ნაყოფიერი,რთული და საინტერესო დღე იყო, მაგრამ ჩვენი ტრენერი ყველანაირად ცდილობს, დაგვეხმაროს სირთულეების იოლად გადატანაში.

Friday, July 4, 2014

დღე მეხუთე

რეფლექსია

       სემინარის პირველ ნახევარში განვიხილეთ საშინაო დავალებები.
       სემინარის მეორე ნახევარში ვისწავლეთ შეფასების რუბრიკების ბიბლიოთეკების საიტები, ვისწავლეთ ასევე საავტორო უფლებების დაცვა, ვისაუბრეთ უკუკავშირზე და, მივიღეთ პოსტაში უკუკავშირის შეფასების რუბრიკები.
       შემდეგ დავიწყეთ მუშაობა   PowerPoint-ში. ვისწავლეთ  პრეზენტაციის    ატვირთვა ბლოგზე დეტალურად თავისი ნაბიჯების მიხედვით.  PowerPoint -ს ბლოგზე განთავსების შემდეგ მივიღეთ დავალება: გავაკეთოთ    PowerPoint -ს რედაქტირება და ავტვირთოთ ბლოგზე. მეორე დავალებას მიირებთ ფოსტით.

Tuesday, July 1, 2014

დღე მეოთხე

რეფლექსია

        განვიხილეთ საშინაო დავალება, წავიკითხეთ პროექტის გეგმები.
        რესურსებში კიდევ ერთხელ წავიკითხეთ პროექტის გეგმები, კონკრეტულად: პუნქტი -პროექტის შინაარსი. შემდეგ ჩვენს საკუთარ პროექტის გეგმაში გადავახალისეთ იგივე პუნქტი ანუ პროექტის შინაარსი.
        გადავედით სამუშაო გვერდზე, ანუ vierwer-ში,
განვიხილეთ მოდული2, აქტივობა 3 - შეფასების სხვადასხვა მეთოდები, რის მიხედვითაც გავაკეთეთ საკუთარი პროექტის შეფასების დროის სქემა.
          დავიწყეთ მუშაობა PowerPoint  -ში. მოგვეცა საშინაო დავალება:მოვამზადოთ პრეზენტაცია  PowerPoint  -ში პროექტის გეგმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად - შეფასების დროის გეგმის წარდგინება.

Saturday, June 28, 2014

დღე მესამე


რეფლექსია

       წარვადგინეთ საშინაო დავალება, ბუკლეტები, რომლებიც მოვამზადეთ შაბლონების მიხედვით. გავაანალიზეთ დავალების დადებითი და უარყოფითი მხარეები და გადავედით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე.შევავსეთ პუნქტები: თემის ავტორი, თემის დასახელება, თემის შინაარსი, ჩამოვწერეთ  საგნები, რომელთა კავშირშიც უნდა განხორციელდეს პროექტი.
        იმისათვის, რომ შეგვევსო პუნქტი-თემის საფუძვლები, მოვიძიეთ მასალები ეროვნულ სასწავლო გეგმაში საიტზე  - mes.gov.ge ყველა იმ საგნის სტანდარტიდან, რომელთა კავშირშიც უნდა განხორციელდეს ეს პროექტი.
       პროექტის გეგმა  რომ  უფრო   ნათელი  და  მოქნილი  გამხდარიყო, ტრენერმა მოგვაძებნინა მასალები II მოდულში ჩაშენებულ ფაილებში:
       1. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
       2. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ტრეზენტაცია
       ამ ფაილების განთავსებული მასალების გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს შაბლონში ბევრი რამე შესაცვლელია, შევეცდები, რომ ხარვეზები შეძლებისდაგვარად აღმოვფხვრა.