რეფლექსია
ტრენინგის ყველა მონაწილემ წარვადგინეთ საკუთარ ბლოგში განთავსებული მასალები. შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები, მივეცით რჩევები, ვიყავით შავი და თეთრი ოპონენტები.
შესვენების შემდეგ განვიხილეთ ტრენინგის სამი ძლიერი და ორი სუსტი მხარე.
ჩემთვის საინტერესო იყო პროექტის დაგეგმვის დეტალურად შესწავლა, რესურსების მოძიების გზები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გაცნობა.
ჩემს სუსტ მხარედ თვით ტექნოლოგიებთან ურთიერთობას მივიჩნევ, რადგან ახალი ფუნქციების გათავისებისთვის მეტი დრო მჭირდება.
ტრენინგმა თანამშრომლობით, უშუალო, საინტერესო გარემოში ჩაიარა.
No comments:
Post a Comment