Saturday, June 28, 2014

დღე მესამე


რეფლექსია

       წარვადგინეთ საშინაო დავალება, ბუკლეტები, რომლებიც მოვამზადეთ შაბლონების მიხედვით. გავაანალიზეთ დავალების დადებითი და უარყოფითი მხარეები და გადავედით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე.შევავსეთ პუნქტები: თემის ავტორი, თემის დასახელება, თემის შინაარსი, ჩამოვწერეთ  საგნები, რომელთა კავშირშიც უნდა განხორციელდეს პროექტი.
        იმისათვის, რომ შეგვევსო პუნქტი-თემის საფუძვლები, მოვიძიეთ მასალები ეროვნულ სასწავლო გეგმაში საიტზე  - mes.gov.ge ყველა იმ საგნის სტანდარტიდან, რომელთა კავშირშიც უნდა განხორციელდეს ეს პროექტი.
       პროექტის გეგმა  რომ  უფრო   ნათელი  და  მოქნილი  გამხდარიყო, ტრენერმა მოგვაძებნინა მასალები II მოდულში ჩაშენებულ ფაილებში:
       1. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
       2. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ტრეზენტაცია
       ამ ფაილების განთავსებული მასალების გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს შაბლონში ბევრი რამე შესაცვლელია, შევეცდები, რომ ხარვეზები შეძლებისდაგვარად აღმოვფხვრა.



Friday, June 27, 2014

დღე მეორე

რეფლექსია

      განვიხილეთ წინა დღით მოცემული დავალება, ვისაუბრეთ  ჩვენს  მიერ  შერჩეული პროექტების იდეებზე. ხაზი გავუსვით იმას,რომ პროექტის თემა მაქსიმალურად კონკრეტული უნდა იყოს.
      პროექტთან დაკავშირებული იდეების გაზიარების შემდეგ გადავედით სამუშაო მასალებში ანუ View-ში. დავიწყეთ მუშაობა I მოდულის მე-3 აქტივობაზე -პროექტის მოთხოვნების გაცნობა. გავეცანი პორტფოლიოს რუბრიკას, საინტერესო იყო იმ მოთხოვნების გაცნობა რასაც გვიყენებს 21-ე საუკუნე.
       ამის შემდეგ მუშაობა გავაგრძელეთ რესურსებში.ვისწავლე, როგორ მოვიძიო ბუკლეტების, გაზეთების შაბლონები, რის მიხედვითაც შევქმენით ახალი ბუკლეტები და ვისწავლეთ მისი გაფორმების ხერხები:როგორ შევცვალო წარწერა და გავაკეთო სასურველი, მოვიძიო სურათები, გადმოვიტანო ჩემს მიერ გახსნილი ბუკლეტის ფურცელზე.  მოგვეცა დავალება.
        დღეს ნასწავლი დავალების ანალოგი გავაკეთოთ სახლში,მორგებული საკუთარ პროექტზე და დაგადავაგზავნო საკუთარ ფოსტაში და განვათავსო google.drive-ზე. მიმაჩნია, რომ ეს დღე ჩემთვის პროდუქტიული იყო.

Wednesday, June 25, 2014

დღე პირველი

რეფლექსია

დღეს ძალიან საინტერესო დღე მქონდა. პირველად აღმოვჩნდი intel-ის
ტრენინგზე.მიხარია, რომ ამ სამყაროში მოვხვდი. აქ მიღებული გამოცდილება დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის უფრო პროდუქტიულად წარმართვაში, მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტელექტის ჩამოყალიბებაში, 21-ე საუკუნის მოთხოვნების უკეთ შესრულებაში.
ვისწავლე მასალების მოძიება საიტზე-tpdc.ge/essentials, მუშაობა შინაარსის, რესურსების და ჩანიშვნების ფაილებში, ასევე მარკირებისა და კომენტარის გაკეთება.
გავეცანი  მოდულის ქვეთემებს,შევქმენი საქაღალდე, მოვძებნე სასწავლო პროექტების პორტფოლიო რესურსებში, სადაც გადავხედეთ პროექტების გეგმებს, მათ შორის წავიკითხეთ კონკიას პროექტის გეგმა, ვისწავლეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შენახვა.
ბოლოს ვისწავლე ბლოგის შექმნა. გავაკეთე პირველი დღის რეფლექსია.
გული მწყდება, რომ აქამდე არ მქონდა გავლილი ეს ტრენინგი, თუმცა სქემაში ჩართული ვარ 2011 წლიდან. რატომ ვერ მოვხვდი ბატონ კახა ჟღენტის მიერ გადმოგზავნილ სიებში?