რეფლექსია
დღეს ძალიან საინტერესო დღე მქონდა. პირველად აღმოვჩნდი intel-ის
ტრენინგზე.მიხარია, რომ ამ სამყაროში მოვხვდი. აქ მიღებული გამოცდილება დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის უფრო პროდუქტიულად წარმართვაში, მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტელექტის ჩამოყალიბებაში, 21-ე საუკუნის მოთხოვნების უკეთ შესრულებაში.
ვისწავლე მასალების მოძიება საიტზე-tpdc.ge/essentials, მუშაობა შინაარსის, რესურსების და ჩანიშვნების ფაილებში, ასევე მარკირებისა და კომენტარის გაკეთება.
გავეცანი მოდულის ქვეთემებს,შევქმენი საქაღალდე, მოვძებნე სასწავლო პროექტების პორტფოლიო რესურსებში, სადაც გადავხედეთ პროექტების გეგმებს, მათ შორის წავიკითხეთ კონკიას პროექტის გეგმა, ვისწავლეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შენახვა.
ბოლოს ვისწავლე ბლოგის შექმნა. გავაკეთე პირველი დღის რეფლექსია.
გული მწყდება, რომ აქამდე არ მქონდა გავლილი ეს ტრენინგი, თუმცა სქემაში ჩართული ვარ 2011 წლიდან. რატომ ვერ მოვხვდი ბატონ კახა ჟღენტის მიერ გადმოგზავნილ სიებში?
No comments:
Post a Comment